აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ხონის მუნიციპალიტეტში ორი ა(ა)იპ ფუნქციონირებს, რომლებიც ერთი და იმავე ფუნქციებს ასრულებს, შედეგად კი ადმინისტრაციული ხარჯი ორმაგდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ხონის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი და ხონის მუნიციპალიტეტის მადლიერების სახლი ერთი და იმავე ფუნქცის ასრულებს, თუმცა ცალ-ცალკე ფუნქციონირებს. უფრო კონკრეტულად, ირკვევა რომ ორივე ა(ა)იპ-ის ფუნქცია ხონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფაა. ამასთან, ორივე იურიდიული პირი ერთნაირ მომსახურებას სთავაზობს ბენეფიციარებს. ორივე მდებარეობს ქალაქ ხონში, ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოს და მათი ცალ-ცალკე ფუნქციონირების შედეგად ადმინისტრაციული ხარჯი ორმაგდება.

აუდიტის შესწავლით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში არსებობენ პროგრამით სარგებლობის მსურველები (მომლოდინეები), რომელთა პროგრამაში ჩასმა ვერ ხერხდება არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო.

„იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაციას არ აქვს საკმარისი რესურსი მომლოდინეთა კვებით უზრუნველყოფისთვის, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა ერთნაირი ფუნქციის მქონე ა(ა)იპ-ებზე ორმაგი ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა. 2017-2018 წლებში ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებაზე სულ დაიხარჯა 116.4 ათასი ლარი”,-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ასევე, აუდიტის დასკვნით, ორგანიზაციებში დასაქმებულია თანამშრომლები, რომელთა ფუნქცია-მოვალეობების საჭიროება სათანადოდ ვერ დასტურდება. მუნიციპალიტეტში არსებობენ იურიდიული პირები, რომლებიც ვერ აღწევენ დასახულ მიზნებს, ხელოვნურად არის გაზრდილი შტატები, იურიდიული პირების შექმნაში, დაფინანსებასა და 2017-2018 წლებში კონტროლში არსებულმა მართვის სისუსტეებმა გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს