აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მცხეთის, ამბროლაურის და ხონის მუნიციპალიტეტებმა უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაიბარეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მცხეთის, ამბროლაურის და ხონის მუნიციპალიტეტებმა უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაიბარეს, რომლებიც დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამი მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიშებს აქვეყნებს, რომლებშიც სხვა დარღვევებთან ერთად უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი.

კერძოდ, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში მცხეთის მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა უხარისხოდ შესრულებული 52.1 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი. ასევე, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება ხონის მუნიციპალიტეტმა.

„ შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა კონტროლის პროცედურები წარმართეს ისე, რომ ჩაიბარეს 563.9 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები , რომელთა ხარისხი სათანადოდ დადასტურებული არ იყო. შედეგად, სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტს აღნიშნული ღონისძიებები არ განუხორციელებია”, - წერია ხონის მუნიციპალიტეტის შესაბამისობის დასკვნაში.

აუდიტის დასკვნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 1,193.2 ათასი ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს