აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ამერიკა კვლავ განაგრძობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას

ამერიკა განაგრძობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ვიდრე ის აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესიას არ შეწყვეტს და ყირიმის ოკუპაციას არ დაასრულებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მორგან ორთაგუსმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„დღეს ჩვენ უკრაინაში პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, ვინც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ვიდრე ის არ აიღებს პასუხისმგებლობას დონბასში მშვიდობის დამყარებაზე და არ შეწყვეტს ყირიმის ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“ , -წერს პრესმდივანი.

ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. მისი განცხადებით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არასოდეს სცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

პომპეოს თქმით, ამერიკა მომავალშიც მხარს დაუჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვასა და ევროკავშირთან დაახლოებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო