ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი  ზარქუას ჩვენება არის ანეკდოტი, რომ თავს დავესხი, დავალურჯე, მაგარი მივბეგვე და იმდენად ძლიერი ტკივილი განიცადა, რომ საქმე აღძრეს ჩემზე - ირაკლი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარ

ზარქუას ჩვენება არის ანეკდოტი. ირაკლი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარ, კი ბაქი-ბუქობდი, რომ ხაბეიშვილი მივთეთქვე და წავუთაქეო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე მიცემიხარ, შე საწყალო,- ამის შესახებ საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობაში ბრალდებულმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ცინიკურს უწოდებს.

"კიდევ ერთი ცინიკური გადაწყვეტილება ვნახეთ, სასამართლოს შენობა, რომ ჰქვია. მოსამართლეს მანტია აქვს მოსამართლეს, თორემ სხვა შემთხვევაში აქ გადაწყვეტილება არ მიიღება, ისევე როგორც დაპირისპირების გადაწყვეტილება არ მიუღია, იმ სამ უგვანო ადამიანს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება შეასრულა. ვწუხვარ, იმის გამო, რომ ქვეყანაში დაბნელდა და გვიყვებიან იმას, რაც პირდაპირ ეთერში ვნახეთ, ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ არა, ეს, რაც ვნახეთ, ისე არ იყო -„ხაბეიშვილი არის როკი ბალბო, პირველი ექვსი რაუნდი ვცემეთ, მაგრამ მეშვიდე რაუნდში უნდა გენახათ ზარქუას რა უქნა, მიუნგრია თავ-ყბა“. თუ ასე სიამოვნებს, იყოს ბატონო ირაკლი, გეგონოს, რომ თავ-ყბა მიგინგრიე და ვივლი სასამართლოში. ვერც ამით შემაჩერებთ, ვერც თვალში დარტყმით, ბრძოლა იქნება ბოლომდე. ზარქუას ჩვენება არის ანეკდოტი, ზარქუა ყვება, რომ თავს დავესხი სასტიკად, დავალურჯე და მაგარი მივბეგვე და იმდენად ძლიერი ტკივილი განიცადა, რომ საქმე აღძრეს ჩემზე. ირაკლი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარ, კი ბაქი-ბუქობდი, რომ ხაბეიშვილი მივთეთქვე და წავუთაქეო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე მიცემიხარ, შე საწყალო”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირების ფაქტზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს 2 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა