ირაკლი ნადარეიშვილი - ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი სექტორების განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს პროგრამები

ეკონომიკური ზრდის იმ ციფრებში, რომლებიც დღეს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა რეგიონს, მათ შორის იმერეთს, - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისში, ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში იმერეთის რეგიონის ეკონომიკა მნიშვნელოვნად იზრდება.

„შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, რომ ეკონომიკური ზრდა და მისი მაჩვენებლები პირდაპირ არ აისახება კონკრეტული ადამიანის საქმიანობაზე, თუ კონკრეტული ბიზნესის განვითარებაზე, თუმცა, ეკონომიკური ზრდა შედგება სწორედ ახალი სამუშაო ადგილებისგან, ახალი სექტორების განვითარებისგან და ამ მიმართულებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს პროგრამებიც, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ ასევე ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის და ინვესტიციების მოზიდვის სხვადასხვა მიმართულებები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს იმერეთის რეგიონის ეკონომიკაში.

„ამისთვის არსებობს როგორც შესაძლებლობა, ასევე კონკრეტული ინსტრუმენტები სახელმწიფოს მხრიდან. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით და უკვე დავიწყეთ მისი ეფექტურად გამოყენება, არის ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საინვესტიციო დეპარტამენტი. მისი საშუალებით ვმუშაობთ როგორც უცხოელ ინვესტორებთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით შევიმუშავეთ სპეციალური კითხვარი, რომლის საშუალებით, მაგალითად, კონკრეტულად იმერეთის გუბერნიიდან მოგვეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არის განვითარების მეტი პოტენციალი, რა გამოწვევებია და რა არის მოსაგვარებელი“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი შეფასებით, იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს შორის განსაკუთრებული როლი ენიჭება, პირველ რიგში, წყალტუბოს რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს, ასევე ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაფართოებას და დაბალბიუჯეტიანი ავიარეისების განვითარებას.

ირაკლი ნადარეიშვილმა დღეს ქუთაისში მონაწილეობა მიიღო სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ღია დიალოგი ბიზნესთან“, რომელსაც 150-მდე ადგილობრივი ბიზნესმენი ესწრებოდა.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი