ვილ ჰარდი - თავისუფლების მოყვარული ერი, რომელიც იბრძვის რუსეთის შევიწროების წინააღმდეგ, ხელისუფლებისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ითხოვს

ეს თავისუფლების მოყვარული ერი, რომელიც იბრძვის რუსეთის მიერ შევიწროების წინააღმდეგ, საკუთარი ხელისუფლებისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ითხოვს,- ასე გამოეხმაურა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ვილ ჰარდი საქართველოში მიმდინარე პროცესებს. აღნიშნულის შესახებ ჰარდმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

წარმომადგენელთა პალატის წევრის განმარტებით, ის მოხარულია, რომ კონგრესის ორივე პარტია საქართველოს მოსახლეობას მხარს უჭერს.

„ჩვენ გვესმის პროტესტის შესახებ ჰოგ-კონგსა და ირანში, თუმცა პროტესტი იყო საქართველოშიც. ეს თავისუფლების მოყვარული ერი, რომელიც იბრძვის რუსეთის მიერ შევიწროების წინააღმდეგ, საკუთარი ხელისუფლებისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ითხოვს. მოხარული ვარ, რომ კონგრესის ორივე პარტია უჭერს მათ მხარს“, - განაცხადა კონგრესმენმა ტეხასის შტატიდან ვილ ჰარდმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს