ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259-მდე გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259 ადამიანამდე გაიზარდა, - ამის შესახებ „როიტერსი“ ჩინეთის ჯანდაცვის სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, პარასკევს ვირუსის 2,102 ახალი, დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 11,791-ს მიაღწია.

რაც შეეხება ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანს, რომელსაც ინფექციის წყაროდ მიიჩნევენ, იქ ერთ დღეში ვირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა და 576 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ეპიდემიის გამო, დღემდე ჩინეთის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნიდან 10,000-მდე ავიარეისი გაუქმდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო