ავსტრალიაში საქართველოს საელჩო ტყის ხანძართან დაკავშირებით - საელჩო საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს

ავსტრალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. „ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, მთავრობის მიერ დედაქალაქში გამოცხადდა „საგანგებო მდგომარეობა" (State of Emergency).

საქართველოს საელჩო კანბერაში განაგრძობს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მჭიდრო კონტაქტშია ავსტრალიის ხელისუფლებასთან. საჭიროების შემთხვევაში, ავსტრალიურ მხარესთან კოორდინაციაში, საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაატარებს ყველა შესაბამის ღონისძიებას“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის (ACT) ხელისუფლებამ ტყის ხანძრის გაძლიერების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 18,500 ჰექტარი ტერიტორიის ფართობზე ძლიერი ცეცხლის ალია გავრცელებული. ხელისუფლება აცხადებს, რომ კანბერას რეგიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძრები მძვინვარებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა