ამირან გამყრელიძე - მივმართავ მოსახლეობას, ნუ მიეცემით პანიკას, არავითარი პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ  გვაქვს

მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, არავითარი პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ გვაქვს. საქართველოში არ დაფიქსირებულა არც ერთი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრი მნიშვნელოვნად კონტროლდება.

„ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს საზღვრებზე უტარდება შესაბამისი თერმო სკრინინგი, ასევე მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია. არის სერიოზული მზაობა, რომ თუ ქვეყანაში ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მას შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიოს იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც დღეს მიღებულია. ამისთვის ყველანაირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მედიკამენტური რეზერვი ქვეყანაში საკმარისია. მივმართავ მოსახლეობას, ნუ მიეცემით პანიკას იმიტომ, რომ ეს პანიკა კიდევ უფრო აუარესებს საზოგადოებრივ აზრს, უფრო ართულებს ამ დაავადების პრევენციასა და ამ დაავადების პროფილაქტიკას. გთხოვთ, მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღოთ ინფორმაცია. ჩვენ არაფერს ვმალავთ, ჩვენი ცენტრი არის ძალიან გამჭირვალე, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი არსებობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული საქართველოს ორი მოქალაქის ანალიზები გაგზავნილია ნიდერლანდებში და პასუხები სავარაუდოდ, სამშაბათს დილისთვის იქნება ცნობილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა