ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებზე - ნუ თესავთ პანიკას მოსახლეობაში - არ შეიძლება ხალხის გრძნობებზე თამაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში ხალხის გრძნობებზე თამაში არ შეიძლება.

მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში ადამიანები ერთმანეთში გვერდში უნდა ამოუდგნენ.

„მდგომარეობა სერიოზულია მთელ მსოფლიოში. ამ დროს ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა ამოვუდგეთ. მივმართავ ამ ადამიანს, ნუ თესავთ პანიკას მოსახლეობაში. გუშინ მომცეს ინფორმაცია, რომ ღამე დადგა უკვე რიგები პირბადეებთან დაკავშირებით, არ შეიძლება ხალხის ფაქიზ გრძნობებზე თამაში განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც მოსახლეობაში ისედაც არის მღელვარება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ცნობილია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებს გამოეხმაურა. როგორც ცენტრის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი ვრცელდება, რაც დეზინფორმაციაა.

იხილეთ ვიდეო: "გვიან ღამით გავრცელდა ხმოვანი გზავნილი" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით, Facebook-ზე გავრცელებულ შემაშინებელ შეტყობინებასთან დაკავშირებით

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა