ილიაუნის საკვირაო სკოლა მოსწავლეებისთვის სტარტს 2 თებერვალს აიღებს

2 თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის, საკვირაო სკოლის ფორმატით, სასწავლო კურსებს იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიაუნიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სკოლა შეიქმნა იმ ახალგაზრდების ხელშესაწყობად, რომელთაც თვითგანვითარების სურვილი აქვთ.

მათივე ცნობით, საპილოტე კურსები ორთვიანია და მოიცავს რვა 2-საათიან გაკვეთილს შემდეგ დისციპლინებში: ქართული ლიტერატურა, მსოფლიო ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკოლოგია, სამოქალაქო განათლება.

„ილიაუნის საკვირაო სკოლაში 80-მდე მოსწავლე სამოტივაციო წერილების საფუძველზე შეირჩა. მათ გაკვეთილებს ილიაუნის პროფესორები ჩაუტარებენ.

პიზას (PISA) კვლევის წლევანდელმა შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანა ახალგაზრდებს ვერ აძლევს დროის შესაფერის განათლებას.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები საგრძნობლად ჩამორჩებიან განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდებს წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და მეცნიერების სხვა სფეროებში.

ილიაუნის სურს, საკვირაო სკოლით თავისი წვლილი შეიტანოს ამ მდგომარეობის გამოსწორებაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო