რატი იონათამიშვილი - საპატიოა, რომ საქართველომ მოწინავე ადგილი დაიკავა ისეთ მნიშვნელოვან აგრეგატში, როგორიცაა „კორუფციაში ხელისუფლების ჩართულობისგან თავისუფლება

საპატიოა, რომ საქართველომ მოწინავე ადგილი დაიკავა ისეთ მნიშვნელოვან აგრეგატში, როგორიცაა „კორუფციაში ხელისუფლების ჩართულობისგან თავისუფლება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, Trace ionternationale-ს კვლევებში საქართველო კვლავ ლიდერი ქვეყანაა.

„ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფალი ინდექსით ჩვენი ქვეყანა ევროპაში 18-ე, ხოლო მსოფლიოში 27-ე ადგილზეა, რითაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მოწინავე პოზიცია უკავია. განსაკუთრებით, საპატიოა, რომ საქართველომ მოწინავე ადგილი დაიკავა ისეთ მნიშვნელოვან აგრეგატში, როგორიცაა „კორუფციაში ხელისუფლების ჩართულობისგან თავისუფლება". მსოფლიოში 10-ე, ხოლო ევროპაში 6-ე ადგილი მართლაც შთამბეჭდავი შედეგია.

გარდა იმისა, რომ კვლევის შედეგები პოზიტიურად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, ის დასავლური ინვესტიციის მოზიდვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს.

Trace international საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომლის ცენტრალური ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს და ყოვეწლიურად მსოფლიო მასშტაბით რეკეტის რისკისგან და კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა