ემანუელ მაკრონი - „ბრექსითი“ არის ისტორიული მნიშვნელობის გაფრთხილება, რაც ევროპამ უნდა გაიგოს და გაითავისოს

„ბრექსითი“ ევროპისთვის ისტორიული მნიშვნელობის გაფრთხილებაა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ „ჩვენ მეტი ევროპა გვჭირდება“.

„ეს გასვლა შოკისმომგვრელია. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გაფრთხილება, რომელიც ყველამ, მთელმა ევროპამ უნდა გაიგოს და გაითავისოს“, - განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, „ბრექსითის“ ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი მიზეზი იყო ის, რომ კონტიტენტი ვერ შეიცვალა. „ეს ის სევდიანი დღეა, რომელმაც სხვანაირად უნდა დაგვაწყებინოს აზროვნება“, - განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, გუშინ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო