დავით ზალკალიანი თურქეთს საქართველოს მოქალაქეების უხანიდან ევაკუაციისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთს საქართველოს მოქალაქეების უხანიდან ევაკუაციისთვის მადლობას უხდის.

„მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთს საქართველოს მოქალაქეების უხანიდან ევაკუაციის გამო. მხარდაჭერის მსგავსი აქტები კიდევ უფრო ამტკიცებს იმ ძლიერ პარტნიორობასა და სოლიდარობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, თურქეთი ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარ მოქალაქეებთან ერთად საქართველოს 4 მოქალაქის ევაკუაციასაც ახორციელებს. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა ჩინეთი უკვე დატოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს