რომან გოცირიძე - არ გათეთრდება „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა - ვერავითარი ფული და ლობისტი „ქართულ ოცნებას" და ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ „გაათეთრებს“

არ გათეთრდება „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა. ვერავითარი ფული და ლობისტი „ქართულ ოცნებას" და ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ „გაათეთრებს“, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, რომელიც ლობისტური კომპანიისთვის ხელისუფლების მიერ ხელშეკრულების გაგრძელებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ლობისტური კომპანიის მუშაობას მაშინ აქვს აზრი, თუკი რაიმე გაქვს საჩვენებელი.

„ეს არ არის ერთადერთი ლობისტური კომპანია, რომელიც დაქირავებული ჰყავს საქართველოს ხელისუფლებას. ასევე, სხვა უწყებებსაც ჰყავს ანალოგიური კომპანიები, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილს სხვა ისეთი კომპანიები, რომლებიც პირადად მის იმიჯზე მუშაობენ. თუ როგორი შედეგით დამთავრდა ეს, ძალიან კარგად ვიცით. ლობისტური კომპანიის მუშაობას მაშინ აქვს აზრი, თუკი რაიმე გაქვს საჩვენებელი. შავზე ვერ იტყვიან, რომ თეთრია. ვერავითარი ფული „ოცნებას“ და ვერავითარი ლობისტი ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ „გაათეთრებს“, ვინაიდან არ არსებობს არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი და მოხელე, რომელიც არ არის პირადად ბიძინა ივანიშვილის სამსახურში.

ამიტომ, ტყუილად იფლანგება ბიუჯეტიდან ჩვენი ფული. ლობისტობის ნაცვლად სჯობს ხელისუფლებას ეკეთებინა საქმე“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, 7 წლის განმავლობაში ქვეყანა გაღატაკდა და არ არის არცერთი მიმართულება რომლითაც შეიძლება იამაყოს ხელისუფლებამ.

"ასე რომ სხვადასხვა ლობისტებში ფულის ხარჯვით ვერ გამოსწორდება ამ ხელისუფლების ძალიან არასასამოვნო პროფილი"- განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა