რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მშვიდ ვითარებაში არ ჩაივლის

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მშვიდ ვითარებაში არ ჩაივლის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოსმენის პარალელურად იქნება საპროტესტო აქციები.

"ხვალიდან გაგრძელდება პიკეტირება და პროტესტი როგორც პარლამენტთან ასევე სხვა უწყებებთან. თუ საჭირო გახდა და ალბათ საჭირო გახდება პარლამენტის პიკეტი. ვიცით რა სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ყოველი გასვლა თუ როგორი სკანდალებით მთავრდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კანცელარიასთან იქნება პროტესტი და გაგრძელდება რეგიონშიც. რაც შეეხება უშუალოდ საპარლამენტო აქტივობას, ეს იქნება დამოკიდებული კონკრეტულ შემთხვევაზე. მაგალითად, თუკი დადგება თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი და ამ შემთხვევაში, საჭიროა 50 ხმა და ბუნებრვია, ჩვენ ამ სხდომაში მივიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, რა თქმა უნდა, ეს არ ჩაივლის მშვიდად და ბუნებრივია, ეს იქნება საპროტესტო აქციების ფონზე. ხვალიდან გაგრძელდება პიკეტირებები და გაგრძელდება ყველგან. არ დამთავრდება ვიდრე ხელისუფლება თავის დაპირებას არ შეასრულებს. თუკი არ შეასრულებს დაპირებას, ეს ნიშნავს რომ ხელისუფლება არჩევნებთან მივა ჩამოძონძილი, ჩამოშლილი. არც ახლა აკლია ჩამოშლა", - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა