რომან გოცირიძე - ვერავინ დაიჯერებს კონგრესში, რომ ზალკალიანი ან თალაკვაძე რაიმე გადაწყვეტილების მიმღებია, ესენი არიან მორჩილი პაიკები

ვერავინ დაიჯერებს ამერიკის კონგრესში, რომ დავით ზალკალიანი ან არჩილ თალაკვაძე რაიმე გადაწყვეტილების მიმღებია. ყველა კარგად ხედავს, რომ ესენი არიან მორჩილი პაიკები, რომელსაც ივანიშვილი ათამაშებს საკუთარი სურვილების და მიზნების მისაღწევად, - ასე შეაფასა ქართული დელეგაციის ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, როგორ შეიძლება რაიმე ვიზიტს მოჰყვეს დადებითი შედეგი, როდესაც ნებისმიერი დაპირება რაც კი საქართველოს ხელისუფლებამ დადო, როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე საქართველოს მოსახლეობის წინაშე, აღმოჩნდა შეუსრულებელი.

“ყველა იყო ცრუ დაპირება, განსაკუთრებით ბოლო საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. რა უნდა თქვან ამერიკაში ან ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა? რითი უნდა მოიწონონ თავი? ან როდესაც რაიმეს იტყვიან რატომ უნდა დაუჯერონ? თუკი შვიდი წელი ატყუებდნენ ამ ერთი ვიზიტით ნათქვამი, როგორ უნდა დაიჯერონ? ეს არის მცდელობა, მომავალში მოსალოდნელი სანქციების თავიდან აცილებისა. მაგრამ რა ვიზიტებიც დაიგეგმა, ყველა დამთავრდა საქართველოს ხელისუფლებისათვის უარესი შედეგით. ჩვენ ვიცით, ამერიკაში პარლამენტის წარმომადგენლების მიერ ახლახან განხორციელებული ვიზიტი და სწორედ ამ ვიზიტს მოჰყვა უმკაცრესი შეფასებები კონგრესისგან. ანუ ნებისმიერი მათი დიალოგი, ნებისმიერი მათი საუბარი, ჰგონიათ რომ კარგს ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტურად სხვას ამბობენ და სხვას ესაუბრებიან. ვერავინ ვერ დაუმტკიცებს ამერიკის ხელისუფლებას, რომ საქართველოში ეს ადამიანები რაიმეს წყვეტენ. ვერავინ ვერ დაიჯერებს ამერიკის კონგრესში, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ან პარლამენტის თავმჯდომარე არის რაიმე გადაწყვეტილების მიმღები. ყველა კარგად ხედავს, რომ ესენი არიან მორჩილი პაიკები, რომელსაც ივანიშვილი ათამაშებს საკუთარი სურვილების და მიზნების მისაღწევად. ესაა მთავარი პრობლემა", - გამაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ნდობა, ვინაიდან ადამიანები და ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ, სინამდვილეში არ წარმოადგენენ ქვეყანას, ისინი არიან ივანიშვილის მორჩილი ადამიანები.

"ამ ბოლო პერიოდში იგივე პროკუროების დანიშვნით, იგივე უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნით კიდევ ერთხელ განმტკიცდა ის აზრი, რომ არ არსებობს საქართველოს ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც არ ემსახურება პირადად ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად ნებისმიერი მცდელობა, რომ გათეთრდეს ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების" სახე დამთავრდება ქარუმატებლად, ვინაიდან, არ იხეხება ყორანი ქვიშით, არ თეთრდება ,,ქართული ოცნება" ფულით"- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა