დავით მათიკაშვილი -„ნაციონალური მოძრაობის" რესურსი იმისკენაა მიმართული, რომ დესტრუქცია შეიტანოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში

„ნაციონალური მოძრაობის" აქტივი, მის ხელთ არსებული რესურსი სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ დესტრუქცია შეიტანოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, თუ ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება კანონის ფარგლებს გასცდება, ამას ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.

„პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლება აქ შეუზღუდავია. რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და მათ ინიციატივას, გავიხსენოთ ამ პოლიტიკური პარტიის წარსულიც და დღევანდელობაც. მათთვის დესტრუქცია და ხელის შეშლა არის ერთგვარად საფირმო ნიშანი. თუმცა, ეს ყველაფერი მოთმენილ იქნა. როცა კანონის დარღვევას ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, ადეკვატური იქნება რეაგირებაც. „ნაციონალური მოძრაობის" აქტივი, მის ხელთ არსებული რესურსი არის სწორედ იმისკენ მიმართული, რომ სწორედ დესტრუქცია შეიტანოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს",- განაცხადა მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა