„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძის და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

"თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძის და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

„3 თებერვალს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე დანიშნული იყო მევახშის მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება. აღსრულების ადგილას, მოვალისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის გულშემატკივრები. მოლაპარაკებების პროცესში, მევახშის ადვოკატ გიორგი სუხიაშვილთან მომხდარი შელაპარაკების გამო, დამუქრების ბრალდებით, კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძის და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულები შემთხვევის ადგილას დაკითხეს. მათ მიმართ დაპატიმრების ღონისძიების გამოყენების საკითხი, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, უახლოესი 48 საათის განმავლობაში გადაწყდება“, - აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო