„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, პარტიამ კიდევ ერთი ოჯახის გამოსახლება შეაჩერა

მიუხედავად ე.წ. „სესხების განულების“ შესახებ პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებისა, 2020 წლის დადგომისთანავე, იუსტიციის სამინისტრომ მევახშეების მიერ დაზარალებული ოჯახების საპოლიციო გამოსახლებები განაახლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 3 თებერვალს თბილისში კეკელიძის ქუჩაზე იყო დანიშნული, სადაც მევახშე ხატიაშვილების ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებას გეგმავდა.

„ეს საქმე განსაკუთრებით გამორჩეულია იმ გარემოების გამო, რომ ხატიაშვილების მიმართ ჩადენილ უსამართლობაზე პირადად თეა წულუკიანს არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ და ის ამ საქმეს იყენებდა წინა ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილების საილუსტრაციოდ.

„თავისუფალი საქართველოს“ და ოჯახის სხვა გულშემატკივრების აქტიურობის შედეგად, ხატიაშვილების გამოსახლება შეჩერდა. მხარეები შეთანხმდნენ მორიგების მიზნით შემდგომი კონსულტაციების დაწყებაზე. მედიაციის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ „თავისუფალი საქართველოს“ იურისტები, რომლებიც დაზარალებული ოჯახის ინტერესებს წარმოადგენენ“,-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო