„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს​

"ქართულმა ოცნებამ“ გვაიძულა, რომ გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული უფლება ბოიკოტის შესახებ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან საპარლამენტო დიალოგისთვის მზად არ არის, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ხვალ იწყება პარლამენტის საგაზაფხულო სესია. ბუნებრივია, მინდა, საზოგადოებას ჩვენი გეგმების შესახებ მოვახსენო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფრაქცია საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც საკანონმდებლო ინიციატივებით, ასევე საპარლამენტო ცხოვრების ყველა სფეროში. ჩვენი ფრაქცია მონდომებით გამოირჩევა, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გვაიძულა, რომ გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული უფლება ბოიკოტის შესახებ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან საპარლამენტო დიალოგისთვის მზად არ არის“, - განაცხადა გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს