„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, საერთაშორისო მდივანი სალომე სამადაშვილი და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდნენ, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობას, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევას, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ დევნას და ამ მიზნით, ხელისუფლების მიერ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციას.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 3-4 თებერვალს ენმ-ის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ასამბლეაში და შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტის წევრებსა და პარტნიორი პარტიების წარმომადგენლებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა