რომან გოცირიძესა და მამუკა მდინარაძეს შორის ლობისტურ კომპანიასთან დაკავშირებით მცირე კამათი მოხდა

ჩვენ არც გვარები, არც რიცხვები და არც არაფერი გვერევა და გვეშლება, მათ იმანიპულირეს ,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც მამუკა მდინარაძეს ლობისტური კომპანიის წარმომადგენლის სახელი და გვარი აერია და დოკუმენტს არა ბათუ ქუთელია, არამედ კობა ნაყოფია აწერს ხელს.

მდინარაძის თქმით, ტყუილით ტყუილის გამართლებას "ნაციონალურმა მოძრაობამ" სჯობს თავი დაანებოს.

"შეიძლება წარმოადგინეს ბოლო კონტრაქტი. ჩემ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, ხელმომწერი დაფარულია, ეს მართლაც უნდა იცოდეს "ნაცმოძრაობამ" ვინ არის. აპლიკანტი, როცა ავსებს პირველივე გვერდზე მითითებულია, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს ბათუ ქუთელია. სულ ესაა. ბევრი საუბარი და მანიპულირება ამას არ უნდა. წარმომადგენელი ვთქვი, ბოლოში ხელმომწერი არ გვითქვამს. შეიძლება ხელს სააკაშვილი, ნაყოფია ან ბოკერია აწერდეს. მოდი ერთმანეთს მოკითხონ, რატომ დაუშვეს ეს შეცდომა და თავი დაანებონ ტყუილის ტყუილით "გაპრავებას", - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო