ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულები არიან დედა, 4 ბავშვი და ოჯახის ახლობელი

ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანია გარდაცვლილი. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.თითქმის სრულადაა დამწვარი ორსართულიანი სახლი.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი სახლში თვითნებურად იყო შესახლებული და ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ.

ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ცხედრები ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

იხილეთ ვიდეო: "ფეხმძიმედ იყოო" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ბაღდათში მომხდარ ხანძარზე, რასაც დედა, 4 ბავშვი და ახლობელი ქალი ემსხვერპლა

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025