ირაკლი შოთაძე ინიციატივით გამოდის, პროკურატურაში კადრების შევსება  სტაჟირების სისტემასთან ერთად, საჯარო კონკურსის გზითაც მოხდეს

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე, არჩევის შემთხვევაში, ინიციატივით გამოდის, პროკურატურაში კადრების შევსება სტაჟირების სისტემასთან ერთად, საჯარო კონკურსის გზითაც მოხდეს.

ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას განაცხადა.

„საქართველოს პროკურატურის პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც წესი, კადრების შევსება ხდება სტაჟირების სისტემით. ვფიქრობ და ჩემს გეგმაში შედის, ჩემი გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში, ყოველწლიურად მოხდეს ღია საჯარო კონკურსი პროკურატურაში არსებულ ვაკანსიებზე, რადგან ყველა პროფესიონალ იურისტს, სურვილის შემთხვევაში, ჰქონდეს შესაძლებლობა, სტაჟირების გავლის გარეშე, შესაბამისი კანონით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმიანობა დაიწყონ საქართველოს პროკურატურაში,“ - განაცხადა შოთაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო