სოფო კილაძე - ბესელიას შეგნებულად გადააქვს ისრები, თითქოს ამნისტიას ვეწინააღმდეგებოდი - კითხვის ნიშნებია კონკრეტულ გვარებზე და ვამბობ საჯაროდ, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საქმით

ეკა ბესელიას შეგნებულად გადააქვს ისრები იმაზე, თითქოს მე ამნისტიას ვეწინააღმდეგებოდი. არც ამნისტიასა და არც პოლიტპატიმრებზე საერთოდ არანაირი კითხვის ნიშანი არ არის. კითხვის ნიშნები არის კონკრეტულ გვარებთან მიმართებით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

სოფო კილაძის თქმით, ეკა ბესელია თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, სასამართლოს უნდა მიმართოს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო მართლა ჰუმანური აქტი, ამნისტიაც და ასევე პოლიტპატიმრების კუთხით გადადგმული ნაბიჯი, რომ იქნენ პოლიტპატიმრები გათავისუფლებული. ვიცით ყველამ, რომ ბესელიას მიმართ კითხვის ნიშნები რომ არ იყოს დასმული, ამ საკითხზე გადააქვს ყურადღება. არც ამნისტიასა და არც პოლიტპატიმრებზე საერთოდ არანაირი კითხვის ნიშანი არ არის. კითხვის ნიშნები არის კონკრეტულ გვარებთან მიმართებით. კიდევ ერთხელ ვამბობ საჯაროდ, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საქმით, მე არ ვარ არც გამომძიებელი და არც პროკურორი. მე ეს საკითხი დავსვი უმრავლესობის სხდომაზე კონკრეტული გვარებით, კონკრეტული დეტალებით. რაც შეეხება ბესელიას თავად, თუ ის თვლის, რომ მისი უფლებები იქნა დარღვეული, ამ შემთხვევაში, მან ერთხელ უკვე მიმართა ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს და მიბრძანდეს და მიმართოს ახლაც სასამართლოს. სახელებსა და გვარებზე შევეცდები რომ ღიად არ ვისაუბრო იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ არც პროკურორი ვარ და არც გამომძიებელი და ასევე ვუფრთხილდები უდანაშაულობის პრეზუმფციას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მან ეკა ბესელიას განცხადებაც შეაფასა, სადაც დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დაწყება სურთ და ამბობს, რომ ეკა ბესელია არასდროს აღიარებს, რომ მის მიმართ არსებული ბრალდებები დასაბუთებულია.

„აბა ჩვენ რას ვფიქრობთ ახლა, რომ ეკა ბესელია იტყვის, ეს ყველა ბრალდება ჩემს მიმართ დასაბუთებული არისო? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ყველანაირად შეეცდება ეს ქალბატონი, რომ გააფთრებით დაიცვას თავისი თავი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მან უნდა გასცეს კითხვის ნიშნებს პასუხი თუ თვლის, რომ ნამდვილად დაირღვა მისი უფლებები.“- განაცხადა სოფო კილაძემ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას აღნიშნა რომ "ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც დღემდე ვერ გაუგია, რისი კომიტეტის თავმჯდომარეა, ისეთ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, რომ ვიღაცა პასუხისგებაში მისცენ პარლამენტის მიერ მიღებული აქტის გამო, არამედ ასეთ ფაქტებზე უნდა რეაგირებდეს".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო