ეკა ბესელია სოფო კილაძეზე - ან კეთილს ინებებს და დადებს ფაქტებს, რაზეც ლაპარაკობს ან საჯაროდ მოიხდის ბოდიშს, შემდეგ ნაბიჯებზე მერე ვილაპარაკოთ - ეს არის ჩემი ულტიმატუმი

ან კეთილს ინებებს და დადებს ამ ფაქტებს, რაზეც ლაპარაკობს ან საჯაროდ მოიხდის ბოდიშს, შემდეგ ნაბიჯებზე მერე ვილაპარაკოთ - ეს არის ჩემი ულტიმატუმი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, კილაძემ გააკეთა ცილისმწამებლური და საშინელი განცხადება.

„ამას მიჩვეული ვიყავი „ნაციონალური მოძრაობისგან“ წლების განმავლობაში და გადაასწრო ამაში, მათზე უარესი განცხადება გააკეთა. თუ არ ეხება პოლიტპატიმრებს და ამნისტიის აქტს, ახლა რომ უკან დაიხია და ამ დროს ამას გულისხმობს, უბრალოდ რცხვენია ამის აღიარება, რომ მხედველობაში სწორედ ეს აქვს. თუ ამას არ ეხება, ჩემი თხოვნაა, რომ თქვას საჯაროდ, მე დასამალი არაფერი არ მაქვს, რომელიმე გვართან დაკავშირებით, რომელ თემასთან დაკავშირებით რას ეხება.

ელისაშვილი ახსენა, რომელთანაც მე სასამართლო პროცესები დავასრულე, ცოტა ხნის წინ, უზენაესმა სასამართლომაც დატოვა ძალაში გადაწყვეტილება, რომლითაც მე მოვუგე ის პროცესი და დაეკისრა მას უარყოფა იმ ცილისმწამებლური განცხადებების.

თუ მიმითითებს, რომ სასამართლოში წავიდე, ზარდიაშვილის იმედი აქვს, რომ დაეხმარება, თუ ჩინჩალაძის სასამართლოს იმედი აქვს, ვერ უშველის. მე არ მოვეშვები მას, ტყუილად ჰგონია, რომ რაღაც თქვა, გავიარეთ და მორჩა. მე ასეთ თემებს არ ვტოვებ შუა გზაზე იმიტომ, რომ ადამიანები ამას უსმენენ და რაღაც შთაბეჭდილების ქვეშ ექცევიან. კეთილს ინებებს და ან დადებს ამ ფაქტებს, რაზე ლაპარაკობს ღიად ან საჯაროდ მოიხდის ბოდიშს, შემდეგ ნაბიჯებზე მერე ვილაპარაკოთ. ეს არის ჩემი ულტიმატუმი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, სოფო კილაძის განცხადებით, 2012 წელს განხორციელებული ამნისტიით გათავისუფლებულ ზოგიერთ პირთან - "კონკრეტულ გვართან" მიმართებით კითხვები არსებობს, რითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ინფორმაციისთვის, რამდენიმე წლის წინ განხორციელებული ამნისტიის აქტის ერთ-ერთი ავტორი სწორედ ეკა ბესელია იყო.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო მართლა ჰუმანური აქტი, ამნისტიაც და ასევე პოლიტპატიმრების კუთხით გადადგმული ნაბიჯი, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. ვიცით ყველამ, რომ ბესელიას მიმართ კითხვის ნიშნები რომ არ იყოს დასმული, ამ საკითხზე გადააქვს ყურადღება. არც ამნისტიასა და არც პოლიტპატიმრებზე საერთოდ არანაირი კითხვის ნიშანი არ არის. კითხვის ნიშნები არის კონკრეტულ გვარებთან მიმართებით. კიდევ ერთხელ ვამბობ საჯაროდ, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საქმით, მე არ ვარ არც გამომძიებელი და არც პროკურორი. მე ეს საკითხი დავსვი უმრავლესობის სხდომაზე კონკრეტული გვარებით, კონკრეტული დეტალებით. რაც შეეხება ბესელიას თავად, თუ ის თვლის, რომ მისი უფლებები იქნა დარღვეული, ამ შემთხვევაში, მან ერთხელ უკვე მიმართა ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს და მიბრძანდეს და მიმართოს ახლაც სასამართლოს“, - განაცხადა კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო