რომან გოცირიძე - ასე დადიოდნენ უმრავლესობის წევრები პარტნიორ ქვეყნებში და უმტკიცებდნენ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართო, მაგრამ „კაცი ბჭობდა, ივანიშვილი იცინოდაო“

ასე დადიოდნენ უმრავლესობის წევრები პარტნიორ ქვეყნებში და უმტკიცებდნენ მათ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართო, მაგრამ „კაცი ბჭობდა, ივანიშვილი იცინოდაო”, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის აშშ-ში ვიზიტს.

გოცირიძის თქმით, რაც უფრო მეტ ვიზიტს განახორციელებს მმართველი გუნდი ამერიკასა და ევროპაში, მით უფრო კარგია ეს ოპოზიციისთვის.

„მით უფრო დარწმუნდება ყველა, თუ ვისთან აქვთ საქმე. არცერთი მათგანი არ არის რაიმე გადაწყვეტილების მიმღები პირი, ერთი არაფორმალური მმართველის მსახურები არიან. ასე დადიოდნენ პარტნიორ ქვეყნებში და უმტკიცებდნენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართო, მაგრამ „კაცი ბჭობდა, ივანიშვილი იცინოდაო”. ივანიშვილმა ყველა გააბითურა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში ვიზიტით მიემგზავრებიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო