დავით ჭიჭინაძე - შოთაძის აღიარება ფაქტობრივად იმის დასტურია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კლანურ, მაფიოზურ და არასამართლებრივ სახელმწიფოში

ირაკლი შოთაძის აღიარება ფაქტობრივად იმის დასტურია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კლანურ, მაფიოზურ და არასამართლებრივ სახელმწიფოში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

მისი თქმით, „როდესაც ვიღაც „გიბარებს“ და მონასავით მიდიხარ, ბიზნესმენი კი არა ცხვარი ხარ“.

„დღეს კიდევ ერთხელ მოხდა აღიარება იმ არაფორმალური მმართველობის, რომელიც სულ არსებობდა, რომ ქვეყანა იმართება არა ხელისუფლების, არამედ გარკვეული პიროვნებების მიერ და რომ ამ პიროვნებების ინტერესები უფრო მთავარია, ვიდრე ხალხის და სახელმწიფოს ინტერესები.

როდესაც ყოფილი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ის პროკურატურაში მიმდინარე ცვლილებებს გადიოდა ფიზიკურ პირთან და პარალელურად, იგივე სახლის მეორე ოთახში იწყებოდა ეკონომიკური დაპირისპირების გარჩევა, ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, რომ სასამრთლოც და პროკურატურაც აბსოლუტურად ტყუილად გვაქვს, რადგან ამ „აღიარებით“ გამოდის, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ერთ კონკრეტულ სახლში და უკვე შემდეგ ხდება მისი განხილვა სხვადასხვა ინსტიტუტებში.

თუმცა მომხდარი ფაქტები იმასაც ადასტურებს, რომ ჩვენ ქვეყანაში ბიზნესმენები არ გვყავს. ანუ, როდესაც საკუთარ თავს აკადრებენ იმას, რომ ვიღაც გიბარებს და იქ მიდიან ყურმოჭრილი მონებივით, ესენი ბიზნესმენები კი არა, ესენი არიან ცხვრები, თორემ ღირსეული ადამიანი დაბარებულზე არ მივიდოდა, მითუმეტეს სხვის ტერიტორიაზე.

ან გამოსულიყვნენ და მაშინვე მოეყოლათ სიმართლე, ეს ხომ ჩვეულებრივი ეს სისხლის სამართლის დანაშაულია?!“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა