პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

პირველი მინისტრი, რომელიც საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარსდგება, ეკატერინე ტიკარაძეა. დღეს ჯანდაცვის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმენენ.

თებერვალში, ასევე, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მოსმენაც. საკანონმდებლო ორგანოში ივანე მაჭავარიანი "მინისტრის საათის" ფორმატში 18-21 თებერვლის კვირაში მივა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს გაიხსნა. ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, გუშინდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებების გარეშე წარიმართა და დეპუტატებმა მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო