დავით მათიკაშვილი - უმრავლესობას გააჩნია საქმის კეთების პასუხისმგებლობა, საქმე უნდა გაკეთდეს, უნდა ეს ოპოზიციას თუ - არა

უმრავლესობას გააჩნია საქმის კეთების პასუხისმგებლობა, საქმე უნდა გაკეთდეს, უნდა ეს ოპოზიციას თუ არა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, პარლამენტი აგრძელებს საგაზაფხულო სესიას.

"გუშინ იყო პირველი დღე. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას. ჩვენი პასუხისმგებლობაა საქმის კეთება, კანონპროექტების განხილვა, ქვეყნის მომავალზე ზრუნვაა. ეს პასუხისმგებლობა საწუხაროდ, ოპოზოციას არ აქვს და შესაბამისად, ისინი " თავუსუფალნი" არიან ამ გადაწყვეტილებაში",- განაცხადა მათიკაშვილმა.

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.

„სხდომაზე მიმდინარე საკითხები იხილება. მათ შორის საარჩევნო სისტემა, ოპოზიციის განზრახვა და ნაბიჯი. ასევე, არაერთი საკითხი რომელიც ჩვენთვის მნიშნელოვანია. ჩვენ ძალიან ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროქტი გვაქვს და ბევრ საქმეზე გვაქვს სამუშაო. ამ პასუხისმგებლობას ვერ ამჟღავნებენ და ვერ იკისრეს ოპოზიციაში. მოვა დრო რომ ეს კულტურაც უფრო მეტად ჩამოყალიბდება ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დღეს არაა. საქმე უნდა გაკეთდეს, ეს იქნება ოპოზიციის სურვილი თუ არა", - განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, 2020 საარჩევნო წელია და პარტიებმა ბოიკოტის და პროტესტის რეჟიმის ნაცვლად, პოლიტიკური პროგრამები უნდა წარადგინონ.

" წელს არის მნიშვნელოვანი წელიწადი. საარჩევნო წელია, სწორედ ის რეჟიმია განსაკუთრებული რეჟიმი როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არა ბოიკიტის და პროტესტის, არამედ საკუთარი პროგრამის წარდგენის გზით უნდა მოახდინოს პოლიტიკური ქულების ჩაწერა ელექტორატში. მოვუწოდებდი ყველას, რომ სწორედ ასე მოიქცეს და არა დესტრუქციულად, იმისთვის რომ არჩევნებისთვის მოემზადოს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო