სოფო კილაძე - სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს

ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ამ ქვეყანაში ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომის დაწყებისთვის 10 საათი ადრე არაა.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაურია, რომ გიკვირთ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა 10 საათზე რომ იკრიბება, რათა განიხილოს გარკვეული საკითხები. რა შუაშია ოპოზიცია, როცა ჩვენ უამრავი თემა გვაქვს განსახილველი. ზუსტად ახლა ვსაუბრობდით "ბავშვის უფლებათა კოდექსის" იმპლემენტაციაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია და 2020 წლის 1-ელ ივნისისთვის უნდა მოვასწროთ იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზურნველყოფს იმას, რომ სისტემის მუშაობა დაიწყოს 1-ელი ივნისიდან. ვისაუბრეთ დასაქმების თემაზე და ვმუშაობთ დასაქმების აქტზე. ძალიან მალე გამოვიტანთ განსახილველად და კიდევ უამრავი თემაა", - განაცხადა კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო