დიმიტრი ხუნდაძე - აბსოლუტურად უსაფუძვლოა, თითქოს უმრავლესობას შეეშინდა, სხდომა მოიგონა და ადრიანად მოვიდა პარლამენტში

აბსოლუტურად უსაფუძვლოა, თითქოს უმრავლესობას შეეშინდა, უმრავლესობის სხდომა მოიგონა და ადრიანად, 10 საათზე მოვიდა პარლამენტში, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

„ჩვენ ისედაც გვქონდა ეს შეხვედრა დაგეგმილი, უბრალოდ დაემთხვა ეს დრო. გვაქვს სამუშაო რეჟიმი. განვიხილეთ ძალიან ბევრი მიმართულება. როგორც საკომიტეტო მუშაობა, ისე ცალკეული დეპუტატების აქტივობა, მაჟორიტარების საქმიანობა, საკანონმდებლო ინიციატივების წამოჭრა და გაცნობა. შეხვედრა არ დასრულებულა. კიდევ ბევრი საკითხია და ვმუშაობთ. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ამისთვის არსებობს ფორმატი, სადაც ესწრებიან ელჩებიც. ჩვენი შეთავაზება გაკეთებულია, უკიდურესი კომპრომისი - 100 /50-ზე. ამის იქითაც უკვე დგას ქვეყნის არასტაბილური განვითარების საშიშროება", - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, უმრავლესობამ დღეს ჩანიშნა სხდომა, რათა დეპუტატები პარლამენტში ადრე შეეყვანათ და ამით მათ „სირცხვილის კორიდორისთვის“ აერიდებინათ თავი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა