ალეკო ელისაშვილი - „ოცნებას“ სამარცხვინო დეპუტაცია ჰყავს, თავად მილიონერები არიან, თურმე ბავშვების შიმშილობას და სიღარიბეს  ვერ ხედავენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატები აქ ყოფნას არ იმსახურებენ, განსაკუთრებით რევაზ არველაძისნაირ დეპუტატებს აუცილებლად მოუწევთ „სირცხვილის დერეფნებით“ გასვლა, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს სამარცხვინო დეპუტაცია, თავად მილიონერები არიან, დალხენილი ცხოვრება აქვთ და თურმე ბავშვების შიმშილობას და სიღარიბეს ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ. ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, პროტესტი არ გაჩერდება და არ უნდა გაჩერდეს, ვიდრე რასაც დაგვპირდნენ იმას არ მივიღებთ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ასევე გამოეხმაურა სენატორ ჯიმ რიშის განცხადებასაც.

„სენატორმა რიშიმ, რომელმაც ძალიან მკაცრი წერილები გამოგზავნა თქვა, რომ შეხვედრები გაიმართა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ძალიან მყარი პირობები მისცა საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, რაღაცებს ჰპირდებიან ამერიკელებს და მიხვდნენ, რომ ძალიან დიდი რისხვა დაატყდათ თავს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გულდასაწყვეტი ისაა, რომ ამერიკელ სენატროებს პირდებიან რაღაცებს და ქართველი ხალხისთვის არაფრის ახსნა არ უნდათ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღეს გარანტიები, რომ „ვითარება შეიცვლება“.

ჯიმ რიში ერთ-ერთია იმ სენატორებიდან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა და „საქართველოში დემოკრატიის განვითარების შეფერხების“ გამო შეშფოთება გამოთქვა. რიშთან ექსკლუზიური ინტერვიუ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ ჩაწერა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს