ზაალ უდუმაშვილი - დასაკარგი დრო არ გვაქვს, ქვეყანას ვკარგავთ და ბუნებრივია, პროტესტი გაგრძელდება

დღეს ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ქვეყანას ვკარგავთ და ბუნებრივია ეს პროტესტი ყველა სახელმწიფო უწყებასთან გაგრძელდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის პირობას აძლევს „ქართულ ოცნებას", რომ „ძალიან მძიმე გაზაფხული იქნება მათთვის“.

„გუშინ პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა და ბუნებრივია, ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ „სირცხვილის დერეფანი“ მოგვეწყო იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც ქართველ ხალხს პროპორციული არჩევნები წაართვეს. ეს გაგრძელდება პერმანენტულად და არ იქნება მხოლოდ პარლამენტის შენობა. ჩვენ ყველა სახელმწიფო უწყებასთან ვიქნებით და ხელისუფლებას დისკომფორტს შევუქმნით, ვინაიდან დღეს ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ქვეყანას ვკარგავთ, ასეთია მოცემულობა. ყოველი წამი, ყოველი წუთი და ყოველი საათი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ქართველი ხალხი წართმეულ არჩევნებს არ დაიბრუნებს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა დასავლეთის მხრიდანაც გაძლიერდება.

„ჩვენ დღეს კარგად ვნახეთ ემისრები რომ გააგზავნეს თბილისიდან. ზალკანიანს სენატორებმა სიტყვა-სიტყვით გაუმეორეს ის, რაც გახარიას ცოტა ხნის წინ მოსწერეს. ასე, რომ ივანიშვილის კისერზე ეს ყულფი უფრო და უფრო ვიწროვდება და ჩვენი ბრძოლით ქვეყნის შიგნით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით ქვეყნის გარედან, აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება",-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა