საქართველოში სესხზე ვადაგადაცილება 472 013 ფიზიკურ პირს უფიქსირდება

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 1 824 610 ფიზიკურ პირს ჯამში 19 მლრდ ლარზე მეტი ოდენობის აქტიური სასესხო ვალდებულება აქვს, ვადაგადაცილება კი 472 013 ფიზიკურ პირს უფიქსირდება. აღნიშნული მონაცემები მოიცავს როგორც ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე არარეგულირებადი სუბიექტების მონაცემებს.

თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდმა ეროვნული ბანკიდან წერილი გამოითხოვა, რომელსაც ხელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აწერს და მასში კრედიტინფო საქართველოს მონაცემებზე დაყრდნობით 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფიზიკური პირების ვალდებულებების მაჩვენებლებია მოცემული.

როგორც წერილშია აღნიშნული, იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებსაც მიმდინარე ვადაგადაცილებული ვალდებულება აქვთ, 2019 წელს 2018 წლის 31 დეკემბრისთვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია, რის მიზეზადაც 2018 წლის სესხების განულების პროგრამაა დასახელებული, რომელიც 615 164 მსესხებელს შეეხო.

ამასთან, წერილიდან ირკვევა, რომ 2019 წლის განმავლობაში 111 014 ისეთი კლიენტი ფიქსირდება, რომელთან წინა წელს არ უფიქსირდებოდათ ვადაგადაცილება.

„ინტერპრესნიუსი“ გავრცელებული წერილის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა. როგორც სებ-ის პრესსამსახურში აცხადებენ, წერილში მოცემული ინფორმაცია მომზადებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში დაცულ ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობით.

„გასათვალისწინებელია, რომ სესხები, რომელთა ვადაგადაცილებაც 2019 წელს დაიწყო, ძირითადად (დაახლოებით 3/4 ნაწილი) წინა წლებშია გაცემული, რეგულაციის („ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულების") ამოქმედებამდე”, -აცხადებენ სებ-ში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა