კარლო კოპალიანი - მადლობა ძალიან მაგარ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ჩვენს უპირობო ლიდერს ივანიშვილს, კახის, ირაკლის, დიტოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. ვადაზე ადრე მისთვისუფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა. კოპალიანის ადგილმონაცვლე პარლამენტში, სავარაუდოდ, ვალერი გელაშვილი იქნება.

საკითხის კენჭისყრამდე კარლო კოპალიანმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ -მინისტრს გიორგი გახარიას, მინისტრთა კაბინეტსა და დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.

„ბატონებო, მინდა ამ დარბაზში შევქმნა პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს გუნდის წევრი ტოვებს არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. მინდა ეს მომავალში მაგალითად იქცეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ცაგერის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს , რომელმაც 2008 წელს გამბედაობა გამოიჩინა და ხმა ოპოზიციონერ კანდიდატს მისცა. მე ამ 12 წლის განმავლობაში მათთვის არასდროს მიღალატია. მადლობა მედიას, მთავრობას, ძალიან მაგარ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მის კაბინეტს, მადლობა ჩემს კოლეგებს. მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამინს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა ჩვენ ირგვლივ. მადლობა კაცს, რომელმაც შეძლო და საქართველოში პირველად არჩევნების გზით შეცვალა მოძალადე ხელისუფლება. ადამიანს, რომელმაც თავის დროზე ერთ-ერთმა პირველმა დამიძახა და შანსი მომცა, იმ ხალხის გვერდით ვყოფილიყავი, ვინც „ქართული ოცნება“ დააფუძნა. მადლობა მას ამ შესაძლებლობისა და 7 წლისათვის , რომ მომეცა საშუალება ჩემი მოკრძალებული სიტყვა მეთქვა ქართულ პოლიტიკაში. მადლობა „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი ქვეყნის უპირობო ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კახის, ირაკლის , დიტოს, ჩვენს პარტიულ ოფისს," - განაცხადა კოპალიანმა.

შეგახსენებთ, რომ კარლო კოპალიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იგი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აიჩიეს.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს