IV კლასის შენობა-ნაგებობებზე შშმ პირებისთვის სივრცის მოწყობის გაუთვალისწინებლობა რამდენიმე ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

I-IV კლასის შენობა-ნაგებობებზე შშმ პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმებას რამდენიმე ათასი ლარით. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (72 მომხრე) „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კოდექსს ემატება 132 პრიმა მუხლი.

კანონპროექტის მიხედვით, სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა) გამოიწვევს სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმებას. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით: თვითმმართველი ქალაქების, კურორტების და ტურისტული ზონების ტერიტორიაზე: ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) – 3 000 ლარით; ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის –12 000 ლარით; დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით; მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში: ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) – 1 000 ლარით; ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით; გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარით; მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში: ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) – 200 ლარით; ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარით; გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით; დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით. 30 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. აღნიშნული დანაწესი გამოიყენება მანამდე, სანამ მშენებლობა არ გახდება შშმ პირებისთვის ადაპტირებული.

აღნიშნული კანონპროექტი ამოქმედდება 2020 წლის 12 მაისიდან.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა