ეკა ბესელია - ჩვენი ხალხი ითმენს, ითმენს და მოთმინების ფიალა რომ ივსება, მერე ზვავი მოდის - ეს თუ მოხდება, კობახიძე, კილაძე და მათნაირები ისევე დაიმალებიან, როგორც იქამდე იმალებოდნენ

ჩვენი ხალხის თვისებაა - ითმენს, ითმენს და მოთმინების ფიალა რომ ივსება, მერე ზვავი მოდის. ეს თუ მოხდება, ირაკლი კობახიძე, სოფო კილაძე და მათნაირები ისევე დაიმალებიან, როგორც იქამდე იმალებოდნენ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვისაც მმართველ გუნდში ჭკუა მოეკითხება, უნდა მიხვდეს, რომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას აშშ-ში ვიზიტები ვერ უშველის.

ირაკლი კობახიძეს არასდროს უბრძოლია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, მაგრამ თვალს ხომ ადევნებდა, ჭუჭრუტანიდან ხომ იყურებოდა ჩუმად და ხომ ხედავდა, რომ ჩვენი ხალხის თვისებაა - ითმენს, ითმენს და მოთმინების ფიალა რომ ივსება, მერე ზვავი მოდის. თუ ამას ელოდებიან, კობახიძე, კილაძე და მათნაირები ისევე დაიმალებიან, როგორც იქამდე იმალებოდნენ. კობახიძეს ჭკუა არ მოეკითხება, მაგრამ ვინმეს თუ ჭკუა მოეკითხება, ისინი უნდა მიხვდნენ, რომ აშშ-ში ვიზიტები კი ვერ უშველის ამ პროცესს, არამედ ამ პროცესს უშველის გადაწყვეტილებები, ნაბიჯები და კონკრეტული შედეგი,“ - განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა