სოფო კილაძე მაჩალიკაშვილზე - მესმის, შვილმკვდარი მამაა, გამწარებულია, მაგრამ მგონი ჟურნალისტებს არაფერი დაუშავებიათ საიმისოდ, რომ ასეთ მიმართვას იმსახურებდნენ

მესმის, რომ ის არის შვილმკვდარი მამა, არის გამწარებული და გაღიზიანებული, მაგრამ ადამიანებს აქვთ თავისი უფლებები და მგონი ჟურნალისტებს არაფერი დაუშავებიათ საიმისოდ, რომ ასეთ მიმართვას იმსახურებდნენ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითიც გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ჟურნალისტისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს.

მისივე თქმით, ასეთი მიმართვა არ არის მოსაწონი.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად მუშაობენ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. ასეთი დამოკიდებულება და მიმართვა არც ჟურნალისტების და არც არავის მიმართ არ ეპატიება", - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა