„სამოქალაქო იდეის" და ეუთო-ს ერთობლივი ახალგაზრდული ფორუმი „ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ გაიმართება

„სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი ეუთო-ს ახალგაზრდებისა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლის ჩართულობით, 6 თებერვალს ახალგაზრდულ ფორუმს - „ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ გამართავს.

ორგანიზაციის „სამოქალაქო იდეა“ ცნობით, ფორუმის მიზანია ეუთო-ს ახალი ინიციატივის - „პერსპექტივები 20-30“ პრეზენტაცია.

„ეს უნიკალური პლატფორმაა საქართველოსათვის აქტუალური საკითხების განსახილველად, როგორც ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებს შორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის - როგორიცაა ეუთო OSCE/ODIHR, გაერო, ევროკავშირი და მედია საზოგადოებას შორის.

შეხვედრას გახსნიან ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეტი და ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

ფორუმში მონაწილეობენ ეუთო-ს მოქმედი სპეციალური წარმომადგენელი ახალგაზრდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ალბა ბროჟკა და 2015-2019 წლებში ეუთოს ახალგაზრდობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლები სამუელ გოდა, ანა-კატერინა დაინინგი და ნიკო შერნბეკ. ქართველი სპიკერები: გიორგი კანაშვილი - მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების მართვის ექსპერტი; დავით უსუფაშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე; მანანა ქოჩლაძე - მწვანე ალტერნატივა; პროფ.ბესიკ ლოლაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ახალგაზრდა მომხსენებლებთან ერთად წარმოადგენენ კონფლიქტების ანალიზს, ისაუბრებენ სამოქალაქო ინტეგრაციასა და ახალგაზრდების მონაწილეობით მშვიდობის მშენებლობის საუკეთესო პრაქტიკაზე.

ფორუმის ფარგლებში მოხდება რეკომენდაციების შემუშავება ეუთო-ს დოკუმენტის „პერსეპექტივა 20-30”-ის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე იმპლემენტაციისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფორუმი - „ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, სამოქალაქო იდეას ეგიდით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს