სერგი კაპანაძე „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე - მოხსენებაში არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ შეთავაზებული რეფორმა არაკონსტიტუციურია

ეუთო ამ დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და რაც მთავარია არც ერთი სიტყვა არ არის ამ მოხსენებაში ნათქვამი, რომ ეს შემოთავაზებული რეფორმა არის არაკონსტიტუციური. ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გააკეთა, რომელმაც პრესკონფერენციაზე "გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შედეგები გაასაჯაროვა.

სერგი კაპანაძის განმრტებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ "გერმანული მოდელი" პარლამენტში შეიძლება მიღებული იქნას ხმების უბრალო უმრავლესობით.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ცოტა ხნის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად შესთავაზეს „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რეფორმის მოდელი მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით. ეს მოდელი გაგზავნილი იქნა სახალხო დამცველის მიერ ეუთო/ ოდირ-ში , საიდანაც სულ ახლახანს მივიღეთ დასკვნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო ამ დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რომ მას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს არც საერთაშორისო პრაქტიკასთან, რომელიც ევროპაში თუ სადმე სხვაგან არსებობს.

ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი მოდელი, რომელიც იქნება შეთავაზებული, უნდა იყოს შეთანხმებული მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი ანუ ამბობს სწორედ იმას, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობს ოპოზიცია და რაზეც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ წამოვიდეს დიალოგზე. რაც მთავარია არც ერთი სიტყვა არ არის ამ მოხსენებაში ნათქვამი, რომ ეს შემოთავაზებული რეფორმა არის არაკონსტიტუციური. უფრო მეტიც, ოდირი პირდაპირ ხაზს უსვამს, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელი, რომელიც გულისხმობს მრავლმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს, შეიძლება იქნას განხილული, როგორც მაჟორიტარული კომპონენტი საარჩევნო სისტემების. ოდირი პირდაპირ ამბობს და ამით, პრაქტიკულად, აცლის მთავარ არგუმენტს, რომელიც ოცნებას ჰქონდა, რომ ზოგადად კლასიფიკაცია საარჩევნო მოდელების -შერეული, პროპორციული, მაჟორიტარული თუ სხვა, არ არის კლასიფიცირებული საერთაშორისო სისტემაში, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ რაღაც მოდელია კონსტიტუციაში და შეთავაზება ამას ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ასე არის მიღებული აპრიორი, არის არასწორი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, მოდელთან დაკავშირებით ოდირს აქვს 6 რეკომენდაცია, რომელიც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.

„ჩვენ ვართ მზად, რომ გავაგრძელოთ ამ მოდელზე მუშაობა. უფრო მეტიც, ის რეკომენდაციები, რომელიც ოდირს აქვს გაკეთებული და მას აქვს 6 რეკომენდაცია შემოთავაზებული და ეს 6-ვე რეკომენდაცია არის მეტნაკლებად ტექნიკური ხასიათის და ჩვენ მზად ვართ, ეს 6-ვე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ. ჩვენს მომდევნო მუშაობაში. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირი, მხარს უჭერს ესეთი ტიპის რეფორმის განხორციელებას. მიიჩნევს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩვენ ახლა შეგვიძლია გადავიდეთ პირდაპირ ამის იმპლემენტაციაზე, პარლამენტში გავიტანოთ და მას ვუყაროთ კენჭი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ევროპულმა საქართველომ" ეუთო/ოდირის დასკვნა გაასაჯაროვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო