ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრს - ყველა თქვენს იზოლირებას ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოგაჩინონ საჯარო სივრცეში, სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, რამე პრივილეგია გაქვთ?

ყველა თქვენს იზოლირებას ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოგაჩინონ საჯარო სივრცეში. სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, რამე პრივილეგია გაქვთ? - ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

დეპუტატის თქმით, ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებისთვის ღია არ არის, პარლამენტში არ დადის, ხოლო მედიასაშუალებებიდან, მხოლოდ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩნდება.

„ვერანაირად ვერ ჩავთვლი, რომ თქვენ, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, როგორც საჯარო ფიგურა, როგორც პოლიტიკური პერსონა, ღია ხართ საზოგადოებისთვის. სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, რამე პრივილეგია გაქვთ? ყველა ცდილობს თქვენს იზოლირებას, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოგაჩინონ საჯარო სივრცეში, პარლამენტში არ მოგიყვანონ, არც წინა კომიტეტის თავმჯდომარის დროს, არც დიდი ენთუზიაზმი ამ წუთას არ არის, ტელევიზიებში მხოლოდ „იმედში“ დადიხართ და თქვენ მაგივრად ჟურნალისტები პასუხობენ ხოლმე“, - განაცხადა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა