„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს ხელისუფლების სამედიცინო დახმარებას ვაფასებთ როგორც კომპენსაციას

ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო პროპაგანდისტულმა მანქანამ, ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, გაააქტიურა საინფორმაციო თავდასხმა „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლებაზე, საზღვრისპირა ტერიტორიებზე, თითქოსდა, ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს საინფორმაციო შეტევა უკავშირდება „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მოქალაქეების გადაყვანას საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში.

მედოევის განცხადებით, ამ პროექტის მენეჯერები იგონებენ საზარელ სიუჟეტებს ოკუპირებული ხელისუფლების გამო, მოსახლეობის, ლამის, მასობრივი გარდაცვალების შესახებ.

„სამედიცინო მომსახურებას წარმოაჩენენ, როგორც ქართველი ხალხის „კეთილი ნების აქტს“ ოსების მიმართ. ამასთან, ქართველი პროპაგანდისტები არ ამბობენ, რა სახსრებით ფუნქციონირებს აღნიშნული პროექტი, ვინ არის დონორი და ვინ არის ფინანსური ნაკადის ადრესატი. სახელმწიფო პროპაგანდისტების მხრიდან სამართლიანი იქნებოდა, სიმართლე ეთქვათ საკუთარი ხალხისთვის, რომ მოცემული ფინანსური სახსრები საქართველოს მთავრობას გამოეყოფა რიგი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონკრეტული მიზნით - დაფარონ სამედიცინო მომსახურების ხარჯები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებისთვის პროგრამა „რბილი ძალის“ რეალიზაციისას. მნიშვნელოვანი მომენტია - ეს საქართველოს სახსრები არაა, მათ წარმომავლობას არავითარი საერთო არ გააჩნია ქართველი გადასახადის გადამხდელთან. თბილისის დახმარებას ვაფასებთ როგორც კომპენსაციას, რომელიც ოფიციალური ხელისუფლება ვალდებულია გადაუხადოს ოს ხალხს როგორც 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ხელისუფლების სამართალმემკვიდრე“, - ნათქვამია მედოევის განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის