დავით ზილფიმიანის ინფორმაციით, ციფრული მულტიპლექს ოპერატორ „სტერეო პლუსს“ ინკასო დაედო

შპს „სტერეო პლუსს“ ინკასო დაედო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ციფრული მულტიპლექს ოპერატორის „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, კომპანიას საერთო ჯამში 3 500 000 ლარის ოდენობით ინკასო დაადეს.

„ამ ყველაფერს მე ფინანსთა სამინისტროს ზოგიერთი უწყების შეუგნებელ, დესტრუქციულ ქმედებას ვუკავშირებ. ეს არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც სპეციალური რეჟიმის ფორმაში იმყოფება. შესაბამისად, თუ ეს არის რეჟიმული კომპანია და მთავრობამ ეს იცის, ნიშნავს, რომ ვალი, რაც გროვდება, დააგროვა მთავრობამ და არა კომპანიამ იმიტომ, რომ კომპანიას არავითარი ბიზნეს თავისუფლება არ აქვს, ან ფასის შეცვლის, ან გასავლების შეცვლის. ასე, რომ მსგავსი კომპანიები ტელევიზიების სასიკეთოდ ფიქსირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

შესაბამისად, ეს ვალი ჩვენ არ დაგვიგროვებია, ეს ვალი დაგროვილია ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის მიერ“,-განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

„კომპანიას ძირი ვალია 1 700 000 ლარი, მაგრამ ჯარიმებით ინკასო 3 500 000 ლარი დაადეს. ეს არის მცდელობა იმის, რომ მაუწყებლობა გათიშონ. ტელეკომპანია „სტერეო პლუსი“ სამჯერ დაარბიეს და ახლა უკვე მეოთხედ მომიწევს აშენება თუ ეს ყადაღა არ შეიცვლება. მაუწყებლობის შეწყვეტას არც ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ, ალბათ, გამთიშავენ, რადგან ვერც დენს ვიხდი და ვერც ვალდებულებებს ვეღარ ვასრულებ.

ასეთი რამე ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს იმიტომ, რომ ეს ვალი, რომელიც მაქვს, მე არ დამიგროვებია და ვერავინ იტყვის რომ, ჩვენ ვალი ისევე დაგვედო, როგორც სხვა კომპანიებს, რომლებიც არ იხდიან. ჩემ შემთვევაში ეს არ ჭრის. ყველამ იცოდა, ბოლო ოთხი პრემიერ-მინისტრის დონეზეც კი. რეჟიმული კომპანია ვერ იხდის ვალს, ამიტომ ეს ვალი ჩემი გადასახდელი არ არის“,-აცხადეს „სტერო პლუსის“ დამფუძნებელი.

დავით ზილფიმიანის თქმით, მისი კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის დადება ნიშნავს იმას, რომ „ვიღაცას საქართველოში მაუწყებლობის შეწყვეტა სურს“.

„ამ ყველაფერს მე პოლიტიკურ მოტივს დავუკავშირებ თუ ბრძანების გამცემი ჩემთვის ცნობილი გახდება. ამ შემთხვევაში მე მეცოდინება ეს ყველაფერი პოლიტიკურია თუ დესტრუქციული და ადგილობრივი. ანუ, რადგან მთავრობამ იცის, რადგან ყველამ იცის, რომ ეს კომპანია ტელევიზიების სასიკეთოდ ფასს არ და ვერ ცვლის და იმის გამო, რომ გასავალი აქვს ევროში ხოლო შემოსავალი ლარში, ეს ნიშნავს იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის გამო, ჩვენ ავტომატურად მინუსში წავალთ.

დღეს ჩვენთვის ყადაღის დადება ავტომატურად ნიშნავს დესტრუქციას, ესე იგი, ვიღაცას სურს, რომ საქართველოში მაუწყებლობა შეწყდეს. მე ჯერ არ გამიგია და ვერ ვიტყვი ვინ გასცა ბრძანება“,-აცხადებს ზილფიმიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს