თინა ხიდაშელი ეუთო/ოდირის დასკვნაზე - დასკვნას ყველა სხვანაირად კითხულობს და თავის ინტერპრეტაციას აძლევს

“ეუთო/ოდირის დასკვნაში სრულიად ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ დღევანდელი ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული შერეული საარჩევნო სისტემა თავის მაჟორიტარული სისტემის ნაწილში განხორციელდეს ან ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებით, როგორც ეს საქართველოშია, ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქებით, როგორც ეს წარმოდგენილია ოპოზიციის შეთავაზებაში”,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირი-ს დასკვნაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ყველა სხვადასხვა ინტერპრეტაციით იგებს.

„ყველა დასკვნას ყველა სხვანაირად კითხულობს და ყველა თავისი ინტერპრეტაციას აძლევს. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანს პროფესიული უხერხულობა მაინც არ დაემართოს, როდესაც სხვანაირ ინტერპრეტაციას უკეთებს ამ დასკვნას. ხელისუფლების განწყობა გასაგებია, ისინი წინასწარი განწყობით იყვნენ, რომ აუცილებლად არ უნდა მოსწონებოდათ და არ უნდა დათანხმებოდნენ დასკვნას. მე ვისურვებდი, რომ როდესაც საერთაშორისო ორგანზიაციები რეკომენდაციებს აკეთებენ, ამ რეკომენდაციებს რეალურად კითხულობდნენ საქართველოში. არ ვიცი “ქართული ოცნება” გაითვალისწინებს თუ არა დასკვნას, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ “ქართულ ოცნებას” ამ საერთაშორისო შეტევის ფონზე აქვს ფანტასტიური შესაძლებლობა, რომ აბსოლუტურად ღირსეულად გამოვიდეს ამ კრიზისიდან, სწორედ ეუთოს დასკვნიდან გამომდინარე. მათ გამოიყენონ დასკვნა იმისთვის, რომ პრობლემა მოაგვარონ”,- განაცხადა ხიდაშელმა.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაში გუშინ გახდა ცნობილი.

„საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, თუკი არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას. საარჩევნო სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები განიხილონ. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღწევის შედეგად მიღებული“,-ნათქვამია დასკვნაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს