მედიის ცნობით, ისრაელმა სირიის დედაქალაქის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები განახორციელა

მედიის ინფორმაციით, ისრაელმა დამასკოზე საჰაერო თავდასხმები განახორციელა. სირიის არაბთა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, „ისრაელის რაკეტების უმეტესობა იქამდე გააუვნებელყვეს, ვიდრე ისინი დანიშნულების წერტილებს მიაღწევდა“.

დამასკოზე საჰაერო თავდახმის ვიდეომასალას ავრცელებს რუსული მედიაც. „ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით კი, ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.

სირიის დედაქალაქ დამასკოსთან, რამდენიმე ირანული პოზიციაა, სადაც „ალ ჯაზირას ინფორმაციით“, ცეცხლი შეინიშნება.

ცნობები გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ისრაელის თავდაცვის ძალები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის