ქეთევან ციხელაშვილი - ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა არამხოლოდ ქართველების, არამედ ოსებისაც

"ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა არამხოლოდ ქართველების, რომელთაც ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისათვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში”, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე საუბრისას განუცხდა.

მისი თქმით, “ახალგორის მიმართულებით ე.წ გადასასვლელი პუნქტის ამოქოლვა და ჩაკეტვა არის პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევი”.

“ყველა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენთვის ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი, იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები იყვნენ ინფორმირებული და რაც მთავარია, ეს ინფორმირებულობა გადაიზარდოს რუსეთზე ზეწოლაში. ჩვენ საერთაშორისო და სხვა ფორმატების გამოყენებას არ ვერიდებით იმისთვის, რომ ეს უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემა იქნას დაძლეული. პირდაპირ ვამბობ, ეს ზომა, გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა არამხოლოდ ქართველების, რომელთაც ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისათვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში. 80%-ზე მეტით არის დაცარიელებული ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, დიდი წილი არის დევნილებზე, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, მაგრამ სხვები, ვისაც კი შეუძლიათ, გარბიან რეგიონიდან, იმიტომ, რომ იქ განვითარების ნულოვანი პერსპექტივაა“, - განაცხადა ციხელაშვილმა და დასძინა, რომ საუბედუროდ, ამ რეგიონში ძალიან რეგულარული პრაქტიკაა საბჭოთა თარიღების აღნიშვნა, ყელსახვევების ტარება, საბჭოთა ლიდერების პორტრეტების ფონზე სიმღერა.

„ეს არის ტრაგიკული იმიტომ, რომ ამაში ჩართულები არიან ახალგაზრდები და ბავშვები და ამას შეფასება არ სჭირდება, ეს არის წარსულისაკენ, რომელიც დაინგრა და უნდა დანგრეულიყო. ჩვენი პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელიც სთავაზობს მათ ამ პერსპექტივას და სწორედ ამიტომ ჰქვია ინიციატივას, რომელიც ახლახანს წარმოვადგინეთ - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ეს არ არის მხოლოდ ტრანსფარენტული სათაური, ეს არის შინაარსი. ეს არის ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა. ჩვენ გვაქვს ერთიანი მომავალი შერიგებისა და იმ მავთულხლართების დამარცხების გზით, რომელიც ასე უმიწყალოდ ჰყოფს საქართველოდ ტერიტორიას”,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა