მარიამ ჯაშის განცხადებით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების მთავარი გზავნილი არის კონსენსუსი

დამოუკიდებელი დეპუტატის მარიამ ჯაშის განცხადებით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების მთავარი გზავნილი არის კონსენსუსი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დასკვნაში წერია, რომ თუ კონსენსუსი იქნება, ნებისმიერი მოდელი შეიძლება იყოს მისაღები.

„ეუთო/ოდირის დასკვნაში რამდენიმე ძირითადი გზავნილი შეიძლება გამოვყოთ. 1) ფართო კონსენსუსით უნდა მოხდეს ნებისმიერ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება და ამდენად განსაკუთრებულო აქცენტი უნდა გაკეთდეს მიმდინარე დიალოგის კონკრეტული შედეგით დასრულებაზე. 2) საკონსტიტუციო სასამართლოზე ხდება რეფერირება. შესაბამისად, ეუთო/ ოდირის დასკვნა ადგენს, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობა ვერც იქნებოდა მათი შეფასების მიზანი და მსგავსი გადაწყვეტილება და შეფასება უნდა გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლომ. 3) დროში მაქსიმალურად დაჩქარება გადაწყვეტილების მიღების, რომ სათანადრო დრო დარჩეს როგორც ცესკოს, ასევე საარჩევნო სუბიექტებს მოსამზადებელი პერიოდისთვის. კონსენსუსი არის მთავარი გზავნილი რეკომენდაციების და შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდთ მეხუთე რაუნდის შედეგებს. ჩვენი ფრაქცია კვირის ბოლომდე ელოდება პასუხს, რამდენად შეიძლება, რომ ჩვენც შევუერთდეთ აღნიშნულ დიალოგს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, დიალოგის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულება შეიძლება გახდეს დამატებითი კრიტიკის საფუძველი არამხოლოდ პოლიტიკური სპექტრიდან და ოპოზიციის მხირდან, არამედ საერთაშორისო დონეზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა