ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, პროკურატურამ ომბუდსმენის საქმიანობაში ჩარევისა და ზემოქმედების მუხლით გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის საქმიანობაში ჩარევისა და ზემოქმედების მუხლით გამოძიების დაწყებაზე პროკურატურამ უარი თქვა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურამ მათ წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ მივიღეთ ოფიციალური პასუხი პროკურატურისგან და ისინი უარს აცხადებენ, დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რადგანაც მიაჩნიათ, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო. შესაბამისად, პირდაპირ განგვიცხადეს, რომ პროკურატურა არ აპირებს, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. მე ვესაუბრე შესაბამის პირებს და ჩემი პოზიცია უცვლელია - ვფიქრობ, რომ ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველზე ზეგავლენას, ნებისმიერი ფორმით იკრძალება სახალხო დამცველზე ზეგავლენა სისხლის სამართლის კოდექსით და ეს ზეგავლენა მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ხელშეშლას. ვფიქრობ, რომ დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. პროკურატურის წერილი იყო საკმაოდ დაუსაბუთებელი და არ ვიზიარებ ამ არგუმენტებს. ამ წერილს გამოვაქვეყნებთ, რათა საზოგადოებისთვისაც იყოს ცნობილი, რა არგუმენტებს მიმართავს პროკურატურა, როდესაც ის უარს აცხადებს გამოძიების დაწყებაზე“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსნებებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა 23 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის გასაჯაროების ფაქტის გამო პროკურატურას მიმართა და მის საქმიანობაში ჩარევისა და ზემოქმედების მუხლით გამოძიების დაწყება მოითხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა